The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოლომონ შოშიაშვილი (დეკანოზი)

სოლომონ შოშიაშვილი
Date of birth:1851
Date of death:1928  (at 77 years)
Category:Educator, Religious leader

Biography

  სოლომონ შოშიაშვილი დაიბადა 1851 წელს. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

  1882 წელს მამა სოლომონი ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის გურიის ეპისკოპოსად გადაყვანასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდა.

  1884 წლიდან მამა სოლომონი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    1884 წლიდან მამა სოლომონი თბილისის სასულიერო სემინარიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

   1886 წელს გაზეთ „ივერია“ იუწყებოდა, რომ მამა სოლომონ შოშიაშვილი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.

  1886 წლიდან მამა სოლომონი ავლაბრის ეკლესიაში მსახურობდა და მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ ეკლესიის სამრევლო სკოლის დაარსებაში და იგი მრევლს დახმარებისკენ მოუწოდებდა.

  1888 წელს მამა სოლომონი ავლაბრის  წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლია.

  მამა სოლომონი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძრის განახლებაში, რომელიც მრევლის შემოწირულობებით მოხერხდა.

  1911 წელს დეკანოზის ხარისხი მიენიჭა.

   დეკანოზი სოლომონი გარდაიცვალა 1928 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-1911)

Contacts Information

  • Business
    Address:სასულიერო სემინარია

Share: