The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძე

მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძე
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1943  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   მიხეილ ჩინჩალაძე დაიბადა 1861 წელს.

   1897-1898 წლებში მიხეილ ჩინჩალაძე ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს წევრი გახლდათ.

   1900 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ალექსანდრე გარსევანიშვილის წასვლი შემდეგ, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დროებითი გამგეობა სკოლის პედაგოგ მიხეილ ჩინჩალაძეს ჩააბარა.

   1905 წელს მიხეილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა.

   1908 წელს წერა-კითხვის საზოგადოების ქუთაისის რაიონული ორგანიზაცია შეიქმნა და მიხეილ ჩინჩალაძე, სხვა დელეგატებთან ერთად,  დამფუძნებელ კრებას დაესწო.

   1917 წელს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ იტყობინებოდა რომ მიხეილ ჩინჩალაძე გაზეთს ფინანსურ დახმარებას უწევდა.

   მიხეილ ჩინჩალაძე დიდი ცოსნითა და პედაგოგისათვის საჭირო თვისებებით აღჭურვილი პიროვნება იყო. იგი თითქმის 60 წელი,ღრმა მოხუცებულობამდე მასწავლებლობდა და მრავალი თაობა აღზარდა.

   ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საბჭოთა ხელისუფლებამ ამაგდარ პედაგოგს ღვაწლი დაუფასა, პერსონალური პენსია დაუნიშნა, იუბილე გადაუხადა და დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.

   მიხეილ ჩინჩალაძე გარდაიცვალა 1943 წლის 22 თებერვალს და დაკრძალულია მშობლიურ ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: