Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი![]()
Biography
გვანჯი ჩიქოვანი დაიბადა 1879 წელს.
თავადი გვანჯი ჩიქოვანი იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და სალომე დადიანის შუამდგომლობით მოეწყო საოფიცრო კურსებზე.
1913 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი.
რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, მიავლინეს აჭარაში პოლიციის უფროსად.
1921 წელს საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მხოლოდ 6 თვე იმუშავა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.
1924 წლის აჯანყების დღეებში დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ასევე დაპატიმრებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და მოიხადა 8 წელი.
გვანჯი ჩიქოვანს დიდი მეგობრობა აკავშირებდა კონსტანტინე გამსახურდიასთან. მისი პროტოტიპი "მთვარის მოტაცებაში" არის გვანჯ აფაქიძე.
გვაჯი ჩიქოვანი გარდაიცვალა 1969 წელს და დაკრძალულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში.
Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |