Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი![]()
Biographyდიმიტრი ჩოლოყაშვილი დაიბადა 1868 წელს კახეთში. 1900 წელს „სასოფლო-სამეურნეო ბანკის“ გამგედ იქნა არჩეული, ხოლო 1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრად. 1909 წლიდან დიმიტრი ჩოლოყაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიუტად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. 1910 წელს „ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების“ თავმჯდომარედ დაასახელეს. 1913 წელს დავით გურამიშვილთან ერთად, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ კახეთის რკინიგზის შესახებ რუსეთის ბანკთან ხელშეკრულების დასადებად მიიწვია. ჩოლოყაშვილმა განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო „ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების“ დაარსება-განმტკიცებასა და კახეთის რკინიგზის საქმეს. მისი აზრით, კახეთის რკინიგზა, ჩვენი ქვეყნის აღორძინებისათვის ფრიად დიდმნიშვნელოვანი იყო. იგი თვლიდა, რომ შავ და კასპიის ზღვათა შორის მაგისტრალი შემაერთებელი უნდა ყოფილიყო საქონლის გაცვლა-გამოცვლის მხრივ, პირველი დღიდანვე შემოსავლიანი ჩვენი ხალხისათვის და საგანმანათლებლო კეთილდღეობის ხელის შემწყობი. ყველანაირად ხელს უწყობდა ამ გზის გაყვანას და მისი ქართველების ხელით გაკეთებას. ამისათვის ხშირად წერდა ქართულ და რუსულ გაზეთებში. აგრეთვე ხელს უწყობდა ქართველთა შორის მეურნეობის მეცნიერულ ნიადაგზე დამყარებას. დიმიტრი ჩოლოყაშვილი გახლდათ სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, ხოლო 1915 წლიდან არჩეული იქნა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად. დიმიტრი ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა 1916 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |