The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე

ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე
Date of birth:1871
Date of death:31 October, 1937  (at 66 years)
Burial location:უცნობია, დახვრეტილი
Category:Religious leader

Biography

      ეპიფანე ჩხაიძე დაიბადა 1871 წელს.

    მამა ეპიფანე სწირავდა ლანჩხუთის "ცენტრის ეკლესიაში" (წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია). გარდა ამისა, დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით: დააარსა სასოფლო-სამეურნეო ბაღი ჩაის პლანტაციებით და სუბტროპიკული ხეხილით, იქვე ჩადგა პატარა ოდა სახლი, რომელიც შემდგომში ტექნიკუმად გადაკეთდა. აქ მრავალი მომავალი აგრონომი და აგროტექნიკოსი სწავლობდა.

    1930-იან წლებში, წმინდა გიორგის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ეპიფანე ჩხაიძეს მღვდლობა აუკრძალეს, ანაფორა გახადეს. ერთი პერიოდი ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.

   1937 წელს ეპიფანე ჩხაიძე დააკავეს. ბრალად დასდეს, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრ-რევოლუციური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესო კვირკველია. კავშირი ჰქონდა ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პარმენ ცინცაძესთან. დააბრალეს კავშირი ყოფილ მენშევიკებთან და ანტისაბჭოთა ელემენტებთან: პ. ჟორდანიასთან, ვ. ებრალიძესთან, ი. მახარაძესთან, მათთან ერთად მართავდა ღონისძიებებს და მხარს უჭერდა მენშევიკურ დებულებებს.

     1937 წლის 21 ოქტომბერს გაასამართლეს. "განსაკუთრებული სამეულის" სხდომაში მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი და ტალახაძე. მღვდელს მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.

    ეპიფანე ჩხაიძე დახვრიტეს 1937 წლის 31 ოქტომბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1911-)

Share: