The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ დავითის ძე ცისკარიშვილი

იოსებ დავითის ძე ცისკარიშვილი
Date of birth:1864
Date of death:23 March, 1898  (at 34 years)
Category:Interpreter, Educator, Public Figure

Biography

  იოსებ ცისკარიშვილი დაიბადა 1864 წელს თელავში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში.

  იოსებ ცისკარიშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ანაგაში, თბილისის ალექსანდრეს სახელობის ინსტიტუტში. პერიოდულ გამოცემებში ფსევდონიმებით აქვეყნებდა პუბლიკაციებს სხვადასხვა თემებზე, მოთხრობებსა და თარგმანებს.

   1886 წლიდან იოსებ ცისკარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სიღნაღის განყოფილების წევრი.

   გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, იგი სახელმწიფო სამსახურშიც საქმიანობდა. გარკვეული პერიოდი რკინიგზის სადგურის უფროსი იყო. ბოლოს თიანეთის მაზრის უფროსის სამმართველოში საქმეთა მმართველად მუშაობდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თიანეთის დეპოს დაარსებაში.

   იოსებ ცისკარიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 23 აგვისტოს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1886-)

Bibliography


Share: