The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილი

ალექსანდრე  კონსტანტინეს ძე ციციშვილი
Date of birth:24 April, 1850
Date of death:13 July, 1885  (at 35 years)
Category:Public Figure

Biography

   ალექსანდრე ციციშვილი დაიბადა 1850 წლის 24 აპრილს გორის მაზრაში.

   1872 წელს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდე, სასწავლებლად შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გაემგზავრა, სადაც საზოგადოება „უღელის“ წევრი გახდა და რამდენიმე მეგობართან ერთად  ამ საზოგადოების მემარცხენე ფრთა შეადგინა. გატაცებული იყო რუსი რევოლუციონერის მიხეილ ბაკუნინის მოძღვრებით.

    ალექსანდრე ციციშვილი, შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ, აქტიურად მონაწილეობდა „მოსკოვის“ ხალხოსნური ორგანიზაციის საქმიანობაში. ჟანდარმერიის ცნობით, „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციური ორგანიზაციის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. იგი დადიოდა პერიფერიებში იქ არსებული ხალხოსნური წრეებისთვის დახმარების გასაწევად. მან თავისი და მეუღლის პირადი ქონება მთლიანად რევოლუციური საზოგადოების სალაროს გადასცა.

   ალექსანდრე ციციშვილი ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი რგოლი იყო „სრულიად რუსეთის სოციალ-რევოლუციურ ორგანიზაციასა“ და კავკასიაში მოქმედ რევოლუციონერებს შორის. ადგილობრივი ამხანაგების დასახმარებლად ხშირად ჩამოდიოდა ამიერკავკასიაში. 1875 წელს, რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ისტორიაში, მან პირველმა, გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა ჟანდარმებს დაპატიმრების დროს

    1877 წელს ალექსანდრე ციციშვილი გაასამართლეს და 10 წლით საკატორღო მუშაობა მიუსაჯეს, მაგრამ სენატის საკასაციო სხდომის გადაწყვეტილებით სასჯელი შეეცვალა ქარხნებში 8 წლის ვადით საკატორღო მუშაობით.

   1878 წელს ნოვობელგოროდის საკატორღო ციხეში ადმინისტრაციის წინააღმდეგ პატიმრების აჯანყება მოაწყო, რის შემდეგაც, ხელისუფლების განკარგულებით, სასწრაფოდ გადაიყვანეს აღმოსავლეთ ციმბირის საკატორღო სარეწებში სამუშაოდ.

   1883 წელს ალექსანდრე ციციშვილი ფსიქიურად დაავადდა. მისი კატორღაში გაჩერება აღარ შეიძლებოდა. ხელისუფლება იძულებული გახდა იგი გადასახლებულის კატეგორიაში გადაეყვანა და გადააგზავნეს ირკუტსკის გუბერნიის დაბა კირენსკში, სადაც მას ავადმყოფობა გაუძლიერდა და 1885 წლის 13 ივლისს კირენსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი

Share: