შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იასონ დავითის ძე ციციშვილი![]()
ბიოგრაფიაიასონ ციციშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია. მწირია ცნობები მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. იასონი გახლდათ მწერალი და თვითნასწავლი მხატვარი. მან სრულიად უსასყიდლოდ ქარელის ახლად დაარსებული თეატრის ფარდა დახატა. იასონ ციციშვილი ეწეოდა ქველმოქმედებას. მრავალ ხელნაწერ წიგნთან ერთად, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" შესწირა ხელნაწერი - "განწესებული საქართველოს მეფის ირაკლისნი ძეთა თვისთადმი, სამეფოსათვის საქართველოისა", რომელშიც ფრიად საყურადღებო ცნობებია მოყვანილი ბატონიშვილთა ცხოვრებისა და მე-17 საუკუნის საქართველოს მდგომარეობის შესახებ. 1912 წლიდან თბილისში ცხოვრობდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |