Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გედევან დიმიტრის ძე წერეთელი![]()
Biographyგედეონ წერეთელი დაიბადა 1872 წელს შორაპნის მაზრის სოფელ გუნდაეთში. პირველდაწყებითი განათლება გუნდაეთის დაწყებით სკოლაში მიიღო და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა, რომელიც 1893 წელს დაამთავრა. გედეონ წერეთელმა უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, 1897 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და პედაგოგობას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა ქალაქ ეისკის რეალურ სასწავლებელში და პიატიგორსკის პროგიმნაზიაში. 1905 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა დროს, გედეონ წერეთელი სხვადასხვა სახის სკოლებსა და ტექნიკუმებში მუშაობდა და მათემატიკურ დისციპლინებს ასწავლიდა. 1913 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი. გედეონ წერეთელი ხშირად გამოდიოდა საყურადღებო მოხსენებებით და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობებში. იგი ავტორია მთელი რიგი მათემატიკური სახელმძღვანელოებისა: „ალგებრულ ამოცანათა კრებული“, „სტერეომეტრია“, „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი სავარჯიშოების კრებული“, „ელემენტარული გეომეტრია“, „ალგებრის სახელმძღვანელო“ და „გეომეტრიულ ამოცანათა კრებული (ტრიგონომეტრიის გამოყენებით)“. 1941 წელს, განათლების დარგში პედაგოგიურ-საზოგადოებრივი ნაყოფიერი მუშაობისათვის, საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით. გედეონ წერეთელი გარდაიცვალა 1951 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |