The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გედევან დიმიტრის ძე წერეთელი

გედევან დიმიტრის ძე წერეთელი
Legal name:გედეონ დიმიტრის ძე წერეთელი
Date of birth:1 October, 1872
Date of death:November, 1951  (at 79 years)
Category:Mathematician, Educator

Biography

   გედეონ წერეთელი დაიბადა 1872 წელს შორაპნის მაზრის სოფელ გუნდაეთში. პირველდაწყებითი განათლება გუნდაეთის დაწყებით სკოლაში მიიღო და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩააბარა, რომელიც 1893 წელს დაამთავრა.

   გედეონ წერეთელმა უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, 1897 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და პედაგოგობას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა ქალაქ ეისკის რეალურ სასწავლებელში და პიატიგორსკის პროგიმნაზიაში.

   1905 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა დროს, გედეონ წერეთელი სხვადასხვა სახის სკოლებსა და ტექნიკუმებში მუშაობდა და მათემატიკურ დისციპლინებს ასწავლიდა.

   1913 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი.

   გედეონ წერეთელი ხშირად გამოდიოდა საყურადღებო მოხსენებებით და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობებში. იგი ავტორია მთელი რიგი მათემატიკური სახელმძღვანელოებისა: „ალგებრულ ამოცანათა კრებული“, „სტერეომეტრია“, „არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი სავარჯიშოების კრებული“, „ელემენტარული გეომეტრია“, „ალგებრის სახელმძღვანელო“ და „გეომეტრიულ ამოცანათა კრებული (ტრიგონომეტრიის გამოყენებით)“.

   1941 წელს, განათლების დარგში პედაგოგიურ-საზოგადოებრივი ნაყოფიერი მუშაობისათვის, საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენით.

   გედეონ წერეთელი გარდაიცვალა 1951 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1945 - 1941-1945 წლების სამამულო ომში მამაცური შრომისათვის
  • 1945 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1941 - საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: