Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი![]()
Biographyმარიამ ჭონიშვილი დაიბადა 1862 წელს ცხინვალში. მარიამი სამშობლოს მოყვარული და ქველმოქმედი ქალბატონი ბრძანდებოდა. 1897 წლის 3 აპრილის „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მას მადლობას უხდიდნენ სოფელ ხოვლეს ბიბლიოთეკის დახმარებისთვის. მარიამმა თავისი ხარჯით, უსასყიდლოდ გადასცა სოფლის სამკითხველოს წიგნები. 1902 წლიდან სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იგი თავისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი გახლდათ. გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ მოთხრობებსა და წერილებს აქვეყნებდა. 1915 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი გახლდათ „ცხინვალის ქალთა წრის“, „გორის ქალთა წრის“ და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუდმივი წევრი. მარიამი გაერთიანებული იყო თბილისის ქართველ ქალთა საზოგადოებაშიც და ჩართული იყო მათ საქმიანობაში. მარიამ წინამძღვრიშვილის შვილები იყვნენ მწერალი ალექსანდრე წინამძღვრიშვილი და ცნობილი კარდიოლოგი, ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფუძემდებელი, პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი. მარიამი გარდაიცვალა 1920 წლის 9 სექტემბერს და დაკრძალულია ცხინვალში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |