The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე

გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე
Other name:გ-ო  (Pseudonym)
ნატო  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:14 February, 1943
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Writer, Educator, Publicist

Biography

    გრიგოლ წულუკიძის დაბადების თარიღი უცნობია.

    1895 წელს გრიგოლმა დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და გურიაში, სოფელ ნიგოითში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც მარქსისტულ წრეებს დაუახლოვდა. სკოლის გარეშე გლეხთა წრეები ჩამოაყალიბა და სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის გაცნობა დაუწყო. ამავე დროს, ახალგაზრდობა ანტირელიგიურ მუშაობაში ჩააბა, რის გამოც 2 წლით ჩამოაქვეითეს და გადავიდა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში, სადაც სხვა მასწავლებლებთან ერთად, სკოლის გამგის წინააღმდეგ გაილაშქრა.

    1898 წელს ცალკე წიგნად გამოსცა იროდიონ ევდოშვილის ლექსები და პოემები.

    1899 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზაში დაიწყო მუშაობა და სამმართველოში სამსახურის დროს, მუშა-მოსამსახურეთა შორის არალეგალურ რევოლუციურ-საორგანიზაციო და საპროპაგანდო მუშაობას აწარმოებდა.

    1900 წლიდან გრიგოლ წულუკიძე თანამშრომლობდა ჟურნალ „კვალში“ და „ალიონში“. წერდა ფელეტონებს, პატარ-პატარა მოთხრობებს მუშათა ცხოვრებიდან და აქვეყნებდა პუბლიკაციებს ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

   1900 წელს აქტიური მონაწილეობა მიიღო რკინიგზელთა გაფიცვაში, ხოლო 1901 წელს მუშათა პირველ დემონსტრაციაში.

    1902 წელს პოლიტიკურ-რევოლუციური მუშაობისათვის ჟანდარმერიამ დააპატიმრა და 8 თვით მეტეხის ციხეში გამოამწყვდია.  ციხიდან გათავისუფლების შემდეგ „ამიერკავკასიის რკინიგზის მომხმარებელთა საზოგადოებაში“ რევიზორად დაიწყო მუშაობა. სარგებლობდა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით და სასურსათო რონოდების საშუალებით, ერთი ადგილიდან მეორეზე დიდძალი პროკლამაციები, წიგნაკები, შრიფტი და სტამბის ნაწილები გადაჰქონდა.

    1903 წლიდან, როცა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილება მოხდა, გრიგოლ წულუკიძე უმრავლესობის ფრთას მიემხრო.

    სიცოცხლის უკანასკნელი წლები კოოპერაციის აღორძინებისა და გაძლიერების საქმეს მოანდომა.

    გრიგოლ წულუკიძის ქალიშვილი გახლდათ მსახიობი თამარ წულუკიძე (სანდრო ახმეტელის მეუღლე).

     გრიგოლ წულუკიძე გარდაიცვალა 1943 წლის 14 თებერვალს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-1911)

Bibliography


Share: