Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მიხეილ ტარიელის ძე ლორის–მელიქოვი (გრაფი)![]()
Biographyმიხეილ ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) დაიბადა 1824 წლის 31 ოქტომბერს (ძვ.სტ. 19 ოქტომბერი) თბილისში, სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის-მელიქიშვილების ოჯახში. მამა გახლდათ ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა - ეკატერინე ახვერდაშვილი. ლორის მელიქები ქართულ ფეოდალურ იერარქიაში სამეფო აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ. მიხეილმა სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში დაიწყო. პროპორშჩიკთა სკოლაში აღზრდილმა სამხედრო კარიერას 1840-იანი წლებიდან შეუდგა. 1847 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის დროს, მთიელთა წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, 1854-1856 წლებში ვ.ო. ბებუთაშვილისა და ნ.ნ. გუთავიევის ლაშქრობებში. ყარსის ჩამორთმევისთანავე ყარსის მეციხოვნედ და მისი ოლქის უფროსად დაინიშნა, 1863-1875 წლებში თერგის ოლქის უფროსი იყო, სადაც სამოქალაქო წესწყობილების განმტკიცებას უწყობდა ხელს, 1876-1877 წლებში – მცირე აზიაში გალაშქრებულ ჯარს სარდლობდა, რომლის დროსაც, რუსის ჯარებმა მისი სარდლობით მრავალი ოლქი დაიპყრეს, რისთვისაც მიენიჭა გრაფის წოდება. 1875 წელს კავალერიის გენერლის ჩინი მიანიჭეს, ხოლო 1878 წლიდან გენერალ-ადიუტანტის. მიხეილ ლორის-მელიქოვი სამხედრო კარიერასთან ერთად, წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი გახლდათ რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. იყო თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1880-1881 წლებში უმაღლესი კომისიის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი. მიხეილ ლორის-მელიქოვი გარდა სამხედრო საქმისა, ჩაბმული იყო ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. როგორც სცენისმოყვარე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა გიორგი ერისთავის თაოსნობით შექმნილ ქართულ თეატრში. 1879 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რომლის წესდების დამტკიცებასაც დიდად შეუწყო ხელი. მიხეილ ლორის-მელიქოვი გარდაიცვალა 1888 წლის 12 დეკემბერს (ძვ.სტ. 24 დეკემბერს) საფრანგეთის ქალაქ ნიცაში და დაკრძალულია თბილისში, ვანქის სომხური საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ეზოში (ამჟამად დანგრეულია). Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |