The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე

ანთიმოზ ექვთიმეს ძე მაისურაძე
Date of birth:10 January, 1888
Date of death:29 November, 1953  (at 65 years)
Category:Religious leader

Biography

მაისურაძე ანთიმოზ ექვთიმეს ძე (10.01.1888, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფ. წედისი _ 29.11.1953, ქ. ონი) _ მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ბაბუამ, ქვედის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა მაქსიმე გოგრიჭიანმა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1909 წელს, V კურსიდან დაანება თავი, რადგან 1910 წლის 2 სექტემბერს მამა მაქსიმე პენსიაში გავიდა და მისივე თხოვნითა და რეკომენდაციით, იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ახალგაზრდა ანთიმოზი 1910 წლის 26 სექტემბერს დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 2 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბაბუის ადგილზე დანიშნა. 1912 წლის 14 ოქტომბრიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ, ცხმორის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადავიდა. 1913 წლის 8 მარტს ბაჯიხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. კომუნისტური ხელისუფლების მიერ დევნილი იძულებული გახდა ღვთისმსახურება შეეწყვიტა და ანაფორა გაეხადა. ოჯახის გამოსაკვებად იგი ქ. ონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა. დაკრძალულია სოფელ ჩორდში. ჰყავდა მეუღლე პელაგია ლუკას ასული კობერიძე (15.09.1888) და შვილები: მარიამი (31.03.1909), მარგალიტა (4.04.1914), თამარი, პეპელა, ვახტანგი, შურა და ნოდარი. 

გიორგი მაჩურიშვილი

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)

Share: