შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ილია ბუჭუას ძე ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიაილია ჭეიშვილი დაიბადა 1866 წელს ოზურგეთის მაზრის, ბახვის თემის, სოფელ მშვილდობაურში სახელმწიფო გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ბახვის სკოლაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშად მუშაობდა და რამდენიმე წელიწადში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ როგორც არაკეთილსაიმედოს, სამშობლოში სამსახურის ნება არ მისცეს და მოზდოკში, ნაურსა და კურსკში მსახურობდა მასწავლებლად. ილია ჭეიშვილი, 35 წლის ასაკში, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც ოფიცრობა დაიმსახურა და სამშობლოში დაბრუნებულმა ისევ მასწავლებლობას მიჰყო ხელი. მუშაობდა გუმბრის, ასკანის, ლანჩხუთისა და ქუთაისის სკოლებში. 1898 წელს, წერა-კითხვის საზოგადოების ცნობით, ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგე იყო. ილია ჭეიშვილი რევოლუციურ მუშაობაში მოწაფეობის დროიდან ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და პროპაგანდისტ-აგიტატორად მუშაობდა. ხშირად არალეგალური წრეების კრებებს სოფელ ბახვში, საკუთარ ბინაზე მართავდა. 1906 წელს, ვინაიდან პოლიტიკურად იდევნებოდა, ჩხრეკის დროს დიდძალი ხელნაწერები ჩამოართვეს და დაწვეს. პოლიტიკური საქმიანობის გამო ციხეშიც იჯდა. ილია ჭეიშვილი თავის სოფლის გლეხთაგან პირველი ნასწავლი ადამიანი იყო და ყველანაირად ცდილობდა გლეხებში ცოდნა შეეტანა. არდადეგებსა და სხვა თავისუფალ დროს, სოფლის ღარიბ მოზარდებს უფასოდ ამზადებდა. ილია ჭეიშვილი 1910 წლის 15 აგვისტოს ქოლერით გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |