|
|
გრიგოლ (გეგე) გრიგოლის ძე მაღალაშვილი
| Date of birth: | 18?? |
| Category: | Medical Doctor, Public Figure |
Biography
1868 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. პროფ. ს. ბოტკინის მოწაფე. თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორი, თბილისის ქალაქის ექიმი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის მეგობარი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების პირველი თავმჯდომარე.
1901 წელს გრიგოლ მაღალაშვილმა მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1910 წლიდან თერაპევტი გრიგოლ მაღალაშვილი თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა.
1914 წლიდან გრიგოლ მაღალაშვილი კერძო პრაქტიკას ეწეოდა და პაციენტებს ოლგას ქუჩის №12 სახლში იღებდა.
Member of Organizations
- ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1916-)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)
|