Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ლიდია დიმიტრის ასული მგალობლიშვილი![]()
Biographyლიდა ნიჟარაძე დაიბადა 1878 წლის 12 მაისს ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ქალთა სასწავლებლის სამი კლასი და ხელი მიჰყო თვითგანვითარებას. ლიდია ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. პირველი ლექსი 1896 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოაქვეყნა. 1903 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან. მისი ლექსები იბეჭდებოდა: „ცნობის ფურცელში“, „ივერიაში“, „ნიშადურში“, „თეატრი და ცხოვრებაში“, „საქართველოში“ და ქუთაისის ჟურნალ „მეგობარში“. ლიდია ავტორია ცნობილი ლექსისა - "ამას ამბობდა ქართველი, სპარსეთში დატყვევებული...", რომელიც გაზეთი "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა. მისი ლექსები ეროვნულ-რევოლუციური სულისკვეთებითაა გამსჭვალული და ასახავს საზოგადოებრივ-სოციალურ უსამართლობას. 1913 წლიდან ლიდია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1960 წელს დაიბეჭდა ლიდია მგალობლიშვილის ლექსთა კრებული. ლიდია ნიჟარაძე-მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1968 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |