The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი

სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი
Date of birth:20 July, 1851
Date of death:2 December, 1925  (at 74 years)
Burial location:თბილისი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Writer, Educator

Biography

    სოფრომ მგალობლიშვილი დაიბადა 1851 წელს სოფელ დირბში.  9 წლისა გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1862 წელს დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში გაემგზავრა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც სემინარიაში ქართული ენა და ლიტერატურა ჯერ კიდევ არ ისწავლებოდა და ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ლიტერატურას მხოლოდ კლასგარეშე კითხვით ეცნობოდნენ. ამ საქმეში მათ დიდ დახმარებას უწევდნე პედაგოგები: თომა ტურიაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ ცხვედაძე და სხვები.

    სემინარიაში სწავლის პერიოდში სოფრომ მგალობლიშვილმა მეგობრებთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის „შრომის“ გამოცემა დაიწყო. ამან დიდად შეუწყო ხელი ამ ახალგაზრდების სალიტერატურო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას.

   1873 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა თბილისის სემინარია დაასრულა და გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, სადაც 1893 წლამდე მოღვაწეობდა. ამ პერიოდში იგი ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება.

    1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილი თავს ანებებს გორის სასულიერო სასწავლებელს და ქალაქ ფოთში გადადის, ხოლო 1897 წლიდან თბილისში მიემგზავრება და მთლიანად ლიტერატურულ მუშაობას ეძლევა.

    მწერლობა სოფრომ მგალობლიშვილმა 1872 წლიდან დაიწყო. მან ჟურნალ „მნათობში“ გამოაქვეყნა როსელის „სიკვდილით დასასჯელის უკანასკნელი დღეების“ თარგმანი. ამის შემდეგ იგი თანდათან დაუახლოვდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს და კორესპონდენციებისა და მოთხრობების ბეჭდვა დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები: „ყაყიტას ქურდები“, „ჯორ-ზაქარა“, „წითელი სარჩული“, „ღამის მეხრე ცეცო“ და სხვ.

   სოფრომ მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1925 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-1916)

Bibliography


Share: