The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ მიხეილის ძე მელიქიშვილი

Date of birth:1869
Date of death:1937  (at 68 years)
Category:Medical Doctor

Biography

    დაიბადა ქ. თბილისში. ვარშავის და იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1900 წელს). კურორტოლოგი, მეან-გინეკოლოგი. დახელოვნდა პეტერბურგის სამეანო-გინეკოლოგიურ ინსტიტუტში პროფ. ოტის ხელმძღვანელობით და აგრეთვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქ. თბილისში "ქალაქის კავშირის" 26-ე ლაზარეთის გამგედ, თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად და სხვა. მისი ინიციატივით ქ. შემახში აშენდა ამიერკავკასიაში პირველი ქალაქის სამაზრო საავადმყოფო, თბილისში 1909 წელს დააარსა კერძო სამკურნალო 50 საწოლით და ამბულატორიით (ახლანდელი შეროზიას ქ.). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა, საქართველოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და წევრი.

Member of Organizations

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოება, საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.
  • ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, საზოგადოების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

Share: