Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
პროკლე ილიას ძე მილორავა![]()
Biographyპროკლე მილორავა დაიბადა დაიბადა 1887 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც 1919 წელს დაამთავრა და სტაჟირება ტარტუს უნივერსიტეტში გაიარა. პროკლე მილორავა ხარკოვში უმცროს ექიმად მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს საველე-სამხედრო N218 სანიტარულ მატარებელზე ექიმად მსახურობდა, დაჭრილი სამხედროები გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან და პირველად დახმარებას უწევდნენ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ამბულატორიის გამგედ დაიწყო მუშაობა. 1927 წლიდან სამტრედიის რკინიგზის საავადმყოფოში მსახურობდა და იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საექიმო-სანიტარული სამსახურის უფროსი. პროკლე მილორავას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმის წოდება და უანგაროდ ემსახურებოდა თავის ხალხს. წარდგენილი იყო ლენინის ორდენზე, მაგრამ რადგან ბიოგრაფიაში მეფის არმიაში სამსახური ეწერა, უარი განუცხადეს. პროკლე მილორავა გარდაიცვალა 1961 წელს და დაკრძალულია სამტრედიაში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |