The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი

ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი
Date of birth:1860
Date of death:24 April, 1925  (at 65 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator, Publicist

Biography

    ალექსი მირიანაშვილი დაიბადა 1860 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში. 6 წლისა  ვაქირის დაწყებით სკოლაში მიაბარეს, საიდანაც მალევე სიღნაღის სამაზრო სკოლაში გადაიყვანეს. 1873 წელს ალექსი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში შევიდა, 1877 წელს ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც 1881 წელს მასწავლებლის წოდებით დაამთავრა. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა ცნობილ ქართველ მწერლებსა და პედაგოგებს სერგეი მესხს, იაკობ გოგებაშვილს, ნიკო ცხვედაძეს, ნიკო ლომოურსა და სხვებს, რომელთა დახმარებით  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ მიერ დაარსებულ თბილისის ქართულ სკოლაში  მასწავლებლად დაინიშნა.  რამდენიმე წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ ალექსი გადაიყვანეს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, ხოლო 1900 წელს იგი მიწვეული იქნა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, სადაც მან 1923 წლამდე იმოღვაწევა.

     ალექსი მირიანაშვილი სამწერლო ასპარეზზე 1879 წლიდან გამოვიდა გაზეთ „დროებაში“ მოთავსებული კორესპონდენციით „სიღნაღის მაზრის ცხოვრებიდან“. მას შემდეგ იგი „ანაგელის“, „ლილიპუტის“, „ან-მანის“ ფსევდონიმებით და პირადი ხელმოწერითაც ქართული პერიოდული პრესის თითქმის ყველა ორგანოში ინტენსიურად თანამშრომლობდა. მის კალამს ეკუთვნის პედაგოგიური და პუბლიცისტური სტატიები, სამეცნიერო-პოპულარული შრომები, საბავშვო მოთხრობები და იგავ-არაკები.

    ალექსი მირიანაშვილი ცოდნასა და გამოცდილებას არ იშურებდა, რათა თავისი წვლილი შეეტანა ქართული სკოლისა და საბავშვო ლიტერატურის განვითარების საქმეში. სხვადასხვა დროს გამოცემულ მის წიგნებს შორის აღსანიშნავია „ქართული წერის დედანი“ და ჟურნალ „ნაკადულის“ მიერ დაბეჭდილი „იგავ-არაკების კრებული“.

    ალექსი მირიანაშვილი გარდაიცვალა 1925 წელს და დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1911)

Bibliography

Contacts Information

  • Business
    Address:თბილისი, ალექსანდრეს ინსტიტუტი

Share: