The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე
Other name:პელაგიაშვილი ყუმისთაველი  (Pseudonym)
Date of birth:4 February, 1868
Date of death:15 July, 1942  (at 74 years)
Burial location:უცნობია
Category:Writer, Educator

Biography

    ალექსანდრე მიქაბერიძე დაიბადა 1866 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ ყუმისთავში.

    წერა–კითხვა ოჯახში დედამ შეასწავლა. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე უმაღლესი განათლების მისაღებად პოლონეთში გაემგზავრა და ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი განჯაში მსახურობდა. აქედან იწყება მისი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლა ჯერ კორესპონდენციების, შემდეგ კი სტატიების გამოქვეყნებით. მას კარგად ესმოდა, რომ სამშობლოსა და ხალხისადმი სიყვარული მარტო წერილებითა და სიტყვებით ვერ დამტკიცდებოდა. საჭირო იყო საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება და მოწინავე იდეებისათვის ბრძოლა. თავის პირად ცხოვრებაში ალექსანდრე მიქაბერიძე ყოველთვის უანგაროდ ახორციელებდა ამ შეხედეულებას. პრესაში მონაწილეობით, ჯერ თბილისის ქართულ და შემდეგ ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობით, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში ნაყოფიერი მუშაობით, ქართულ საბავშვო ჟურნალებში აქტიური თანამშრომლობით მან შესძლო ჩვენი მოწინავე საზოგადოების პატივისცემისა და სიყვარულის დამსახურება.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქმიანობა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში", სადაც იგი ცნობილი საზოგადო მოღვაწის დავით კარიჭაშვილის შემდეგ მდივნად აირჩიეს. ალექსანდრე ბავშვობის ოცნება აუსრულდა...  მას შესაძლებლობა მიეცა იაკობ გოგებაშვილის არა მარტო გაცნობისა, არამედ მასთან მუშაობისა და მეგობრობისა. იაკობ გოგებაშვილის დავალებით ალექსანდრე მიქაბერიძე სხვებთან ერთად ხშირად ამოწმებდა წერა–კითხვის საზოგადოების სკოლებსა და მათ საქმიანობას. იგი თავგამოდებით იბრძოდა სკოლებში სწავლების "მუნჯური" მეთოდის წინააღმდეგ.

    1901 წლის ოქტომბერში წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაისვა საკითხი ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებლის გაგზავნის შესახებ. რადგანაც საზოგადოებას ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, გამოითქვა აზრი გადასახადის შემოღების თაობაზე, რისი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ალექსანდრე მიქაბერიძე და მთავარი არგუმენტი იყო ბათუმის სკოლის უმთავრესი დანიშნულება, რომ სკოლაში მოეზიდა და თავის მოწაფეებად გაეხადა ქართველი მაჰმადიანების შვილები.

    ალექსანდრე მიქაბერიძე ცნობილია როგორც საბავშვო მწერალი და მთარგმნელი. იგი საყმაწვილო ჟურნალების "ჯეჯილის" და "ნაკადულის" მუდმივი თანამშრომელი იყო. მის კალამს ეკუთვნის "ტროადის ომისა" და " ოდისეას" ქართული თარგმანები. იგი საბავშვო ლიტერატურას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში და თვითონაც არაერთი საინტერესო ნაწარმოები მიუძღვნა ბავშვებს. ალექსანდრე მიქაბერიძე "პელაგიაშვილისა" და "ყუმისთაველის" ფსევდონიმით წერდა.

     ალექსანდრე მიქაბერიძე გარდაიცვალა 1943 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1894-1915)

Bibliography


Share: