The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე

დავით ალექსანდრეს ძე მიქელაძე
Other name:მეველე  (Pseudonym)
Date of birth:1843
Date of death:25 November, 1918  (at 75 years)
Burial location:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
Category:Publicist, Public Figure

Biography

       დავით მიქელაძე დაიბადა 1843 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში. მისი მამა ალექსანდრე, რუსეთის გვარდიის პოლკოვნიკი და თურქეთთან ბრძოლის მონაწილე იყო. ალექსანდრე მიქელაძე ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის პირველი წინამძღოლი (მარშალი) გახლდათ.

     დავითი 1853 წელს შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც 1863 წელს დაამთავრა და  იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგის უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც 1867 წლამდე დარჩა.

      1864 წელს დავით მიქელაძემ, იოსებ მელიქიშვილთან და ვახტანგ თულაშვილთან ერთად პეტერბურგში სტამბა დააარსა, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, დავითი თავად წერდა სტატიებსა და ლექსებს. 

     1867 წელს 24 წლის დავითი ივანე კერესელიძის "ცისკარში" გონებამახვილურ სატირულ ლექსებს ბეჭდავდა, მონაწილეობას ღებულობდა "მამათა და შვილთა" ბრძოლაში და ახალი თაობის შეხედულებებს იცავდა.

      1870-იან წლებში დავით მიქელაძე უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა, სადაც 1873 წლამდე დარჩა. მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია და პერიოდულად კორესპონდენციებს უგზავნიდა გაზეთ "დროებას". უცხოეთში მყოფი ახალგაზრდა, მოწმე და ერთგვარი მონაწილეც გახდა მსოფლიო–ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა. პარიზში ყოფნისას იგი პირადად გაეცნო ჯუზეპე გარიბალდის.

      1873 წლის 1 აპრილს დავითის რედაქტორობით ჟურნალ "დროშის" პირველი ნომერი გამოვიდა, რომელზეც გამოსახული ყოფილა გაშლილი დროშა ილიას სიტყვებით: "აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!"

     1886 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში". 1899 წელს აკაკის "კრებულის" მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა "ხაფანგი". 1900 წლიდან მუშაბდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. 1908 წელს თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა "მეუფება წყვდიადისა", რომელიც შემდეგ ქართულ სცენეზე დაიდგა. 1910-1916 წწ. დავით მიქელაძე ქუათისის საადგილმამულო ბანკის დირექტრი იყო.

     დავით მიქელაძე გარდაიცვალა 1918 წლის 25 ნოემბერს და დაკრძალულია ქუთაისის "მწვანეყვავილას" პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)

Bibliography


Share: