The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლუკა გიორგის ძე ხარაძე (Статский советник)

ლუკა გიორგის ძე ხარაძე
Legal name:ლუკიანე გიორგის ძე ხარაძე
Date of birth:1866
Date of death:1937  (at 71 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Educator, Public Figure

Biography

   ლუკა ხარაძე დაიბადა 1866 წელს.

   1889 წელს დაამთავრა ალექსანდრე სამასწავლებლო ინსტიტუტი თბილისში. მასწავლებლად მუშაობდა ვლადიკავკაზში, ელისავეტპოლის (განჯა) წმ. ნინოს სასწავლებელში.

   ლუკა ხარაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განყოფილების ერთ-ერთი დამაარსებელი ქალაქ ელისავეტპოლში (განჯა) და გახლდათ ამ საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. ამ ქალაქში, თავისი მოღვაწეობის პერიოდში, გახსნა ქართული სკოლა და დრამატული წრე.

   რევოლუციის შემდეგ ლუკა ხარაძე დაბრუნდა თბილისში და ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა წმ. ნინოს სასწავლებელში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა შრომის მე-8 სკოლად. პედაგოგად მუშაობდა სხვადასხვა ტექნიკუმებში, მასწავლებელთა გადასამზადებულ კურსებზე და სახელმწიფო უნივერსიტეტში.

   1925 წელ დაიბეჭდა ლუკა ხარაძის წიგნი „ბიოლოგიური საუბრები“, ხოლო 1929 წელს, სამხედრო მეთაურთა სკოლის ქართული სექტორისთვის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები.

   ლუკა ხარაძე გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1913-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების ხაზინადარი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების გამგეობის წევრი (1913-)

Share: