შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
კონსტანტინე თომას ძე ხახანაშვილი![]()
ბიოგრაფიაკონსტანტინე ხახანაშვილი დაიბადა 1877 წლის 1 მაისს გორში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პოლტავის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ გორში დაბრუნდა და სცენისმოყვარეთა ჯგუფი შეადგინა სადაც სხვებთან ერთად იოსებ ჯუღაშვილიც მონაწილეობდა. 1897 წელს პირველად დადგა წარმოდგენა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა. 1900 წლიდან 1925 წლამდე ავჭალის აუდიტორიისა და სახალხო სახლის სცენაზე, ანაზღაურების გარეშე მონაწილეობდა. შესრულებული აქვს: გიჟუა „რაც გინახავს – ვეღარ ნახავში“, ტარიელ მკლავაძე „ჩვენი ქვეყნის რაინდში“, გიგო „მსხვერპლში“, ოთარი „სტუმარ-მასპინძლობაში“ და სხვა როლები. გორში, ცხინვალსა და სხვა ქალაქებში მართავდა სახალხო წარმოდგენებს, საკვირაო სკოლაში მუშებს უფასოდ ასწავლიდა და იმავე დროს სახალხო კითხვების საზოგადოების წევრი და ლექტორიც იყო. სახალხო სახლის დრამატული წრის კოლექტივმა მოღვაწეობის 15 წლის იუბილე გადაუხადა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |