The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვასილ ლევანის ძე მოლოდინი

ვასილ ლევანის ძე მოლოდინი
Legal name:ვასილ ლეონტის ძე მოლოდინი
Date of birth:1879
Date of death:1959  (at 80 years)
Category:Educator, Religious leader

Biography

  ვასილ მოლოდინი დაიბადა1879 წელს დუშეთის მაზრის სოფელ ბაზალეთში ლეონტი და სოფიო გრიგოლის ასულ მოლოდინების ოჯახში.

   1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1897 წელს დაამთავრა.

   1897-1898 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამასწავლებლო კურსებზე ისწავლა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო.

   1898 წელს სოხუმის ეპარქიაში, სოფელ ანდრეევსკის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

   1899 წელს თბილისში, ეგზარქოსების წმინდა ჯვრის კარის ეკლესიასთან არსებულ მამათა მონასტერში მორჩილად განამწესეს.

   1900 წელს თბილისის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის რკინიგზის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

   1901 წელს თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოში არსებული ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

   1905 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ბაზალეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა.

   1906 წელს დუშეთის საეპარქიო განყოფილების საბჭომ სანთლის საწყობის გამგედ დანიშნა.

   1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1914 წლიდან მამა ვასილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

   1916 წელს სკუფია უბოძეს.

   1921 წელს დროებით შეწყვიტა მღვდელმსახურება და თბილისში, ცეკავშირში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა.

   1922-1925 წლებში თბილისის სახალხო კომისარიატის თანამშრომელია.

   1925-1952 წლებში სხვადასხვა ორგანიზაციებში ანგარიშმწარმოებლად მუშაობდა.

   1952 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) აღადგინა სასულიერო ხარისხში და კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა.

   1953 წელს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანეს.

   1954 წელს დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესეს.

   1955 წელს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

   მღვდელი ვასილი გარდაიცვალა 1959 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1914-)

Bibliography


Share: