The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი

იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი
Date of birth:28 December, 1872
Date of death:15 March, 1916  (at 43 years)
Category:Singer, Musician, Educator

Biography

   იოსებ მონადირაშვილი დაიბდა 1871 წლის 28 დეკემბერს ქალაქ თელავში. სწავლობდა თელავის სასულიერო სემინარიაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულკტეტზე ჩააბარა. 

   მუსიკის სიყვარული და ნიჭი სიყრმიდანვე გამოიჩინა. მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

  იოსებ მონადირაშვილმა თვალსაჩინო ამაგი დასდო ქართულ მუსიკას და განსაკუთრებით სამხმოვან გალობას.

  იოსები ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი სასულიერო ლოტბარი. მან შეადგინა მგალობელთა გუნდი და კარგა ხანს აგალობებდა ეკლესიაში, რითაც მშობლიური გალობისადმი სიყვარულს და ქართული საეკლესიო გალობის საჭიროებას აღვივებდა ერში. მისი გუნდები გალობდნენ ქაშუეთისა და კალოუბნის ეკლესიებში. მართავდა სასულიერო კონცერტებს, თხზავდა რომანსებს და პასექის ტროპარებს.

    ქართული საეკლესიო გალობის საჭიროების შესახებ 1900  წლის „Кавказ“-ში რუსულ ენაზე წერილიც გამოაქვეყნა: „О нуждах и задачах церковно-грузинского пения“.

    1908 წლიდან იოსები გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

   იოსებ მონადირაშვილი გარდაიცვალა 1916 წლის 15 აგვისტოს.

თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1911)

Bibliography


Share: