Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი (დეკანოზი)![]()
Biographyქრისტესია თხინვალელი დაიბადა 1878 წელს დუშეთის მაზრაში მღვდლის ოჯახში. 1894-1900 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1901 წლის 21 იანვარს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 26 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და მჭადიჯვარის მთავარანგელოზთა ეკლესიაში განამწესა. 1903 წლის იანვრიდან საქართველოს სასწავლო ეპარქიალური საბჭოს დუშეთის მაზრის განყოფილების წევრია. 1903 წლის 20 დეკემბერს მჭადიჯვრის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1904 წლის 21 აპრილს დიდი გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაინიშნა. 1905 წლის 16 მაისს თბილისში მამა დავითის ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნის შტატში დანიშნეს. მსახურობდა თბილისის კარის წმინდა გიორგის ეკლესიაში. 1916 წლის 23 დეკემბერს ქაშვეთის ტაძრის მღვდელმსახურია და კამილავკით დაჯილდოვდა. 1921 წლის 1-5 აგვისტოს მღვდელი ქრისტესია, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი, ესწრება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას და უკვე დეკანოზის წოდება აქვს. 1923 წლის თებერვალ-ივლისში მსახურობდა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 1924 წელს დეკანოზმა ანაფორა გაიხადა. ჰყავდა მეუღლე მარიამ აბრაამის ასული და შვილები: ნინო და გიორგი. ქრისტესია თხინვალელი გარდაიცვალა 1942 წლის 1 ივლისს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |