Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ვასილ ალექსის ძე ხელაშვილი![]()
Biographyვასილ ხელაშვილი დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში ვასილი გახლდათ მეღვინე, მას ვენახები ჰქონდა კახეთში და საკუთარ ღვინოს აწარმოებდა. თბილისში, ყოფილი ნეკრასოვისა და საბჭოს ქუჩების კვეთაზე, ვასილსა და მის უმცროს ძმას გიორგის ღვინის სარდაფი ჰქონდათ, რომელიც ქოსების სარდაფადაა ცნობილი და სადაც საკუთარ ღვინოს ჰყიდდნენ. აქ იკრიფებოდნენ მაშინდელი ცნობილი მოღვაწენი: ვაჟა, ფიროსმანი, გიგო მაზიაშვილი, შიო მღვიმელი, ვალერიან გუნია, იროდიონ ევდოშვილი, ბაჩანა, თედო რაზიკაშვილი, ილია აგლაძე, სოსო ჯუღაშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვები. ვასილ ხელაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჯერ თელავის, ხოლო შემდეგ სიღნაღის რაიონული განყოფილების წევრი. ვასილ ხელაშვილი მდიდარი მეწარმე იყო და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. მას ბევრი ახალგაზრდის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ვასილ ხელაშვილი გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |