The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი

მიხეილ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი
Other name:მიხეილ ხელთუფლოვი
Date of birth:1869
Date of death:23 April, 1895  (at 26 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Historian, Lawyer, Publicist, Public Figure

Biography

      მიხეილ ხელთუფლიშვილი  დაიბადა 1869 წელს ქუთაისში აზნაურის ოჯახში.  დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და როგორც საუკეთესო მოწაფე, მოსკოვის უნივერსიტეტში სტიპენდიანტად გაიგზავნა, სადაც იურუდიული ფაკულტეტის რვა სემესტრი მოისმინა, მაგრამ სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებამდე ჭლექით დაავადდა და დიპლომის აღება ვერ მოახერხა.

   მიხეილმა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეისწავლა რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული საკითხები და რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“ („Вступление Грузии в состав Российской Империи“), რომელშიც მეცნიერული დასაბუთებით დაამტკიცა, რომ „საქართველოს ერს, როგორც თავის ნებით შეერთებულს რუსეთის იმპერიასთან, თავისი თვითარსებობის განმამტკიცებელი უფლება არ დაუკარგავს საერთაშორისო საპოლიტიკო კანონმდებლობაში. მას ყოველთვის შეუძლია აღძრას რომელსამე საერთაშორისო მორიგებაში თავის ვინაობაზე კითხვა. ამ თხზულებით ხ-მა თვალსაჩინო ნაბიჯი გადაადგმევინა ჩვენის ეროვნების საჭირბოროტო საქმეს.“

    1888 წელს, მიხეილ ხელთუფლიშვილი ქართულ მწერლობაში გამოვიდა, როგორც კრიტიკოსი და ყურადღება მიიპყრო „ოთარაანთ ქვრივის“ კრიტიკული გარჩევით: „რამდენიმე შენიშვნა შესახებ ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივისა.“

    ხელთუფლიშვილი მონაწილეობდა რუსეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე ქართველი სტუდენტების მიერ 1892-1893 წლებში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციის „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ საქმიანობაში. იგი აქტიურად იყო ჩაბმული სამშობლო ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საქმეში.1892 წელს, ქუთაისში, მის სახლში ჩატარდა რუსეთის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტთა წარმომადგენელთა პირველი ყრილობა 20 კაცის მონაწილეობით, რომელმაც განიხილა „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წესდება-დებულებანი და დაადგინა მთელი რიგი საკითხები. ჟანდარმერიამ ეს ამბავი შეიტყო და 1894 წელს ყრილობის მონაწილეები დააპატიმრა.

    1895 წელს, ჟანდარმერიამ მიხეილ ხელთუფლიშვილიც დაპატიმრა, მაგრამ ტუბერკულოზით დაავადებული, 26 წლის ასაკში, „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ საქმის გამოძიების დამთავრებამდე, ამავე წლის 23 აპრილს საპატიმროში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1896-)

Bibliography


Share: