შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი ხერხეულიძის დაბადების თარიღი უცნობია. გიორგი ხერხეულიძე თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში და აქვეყნებდა მოთხრობებს, მინიატურებს და პიესებს. მისი პიესა "მშობლების ბრალია" სცენაზეც დაიდგა. 1911 წლიდან იგი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. გიორგი ხერხეულიძე აქტიურად მონაწილეობდა პროვინციის სცენაზე და სოფლის კულტურულ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩაბმული. დაინტერესბული იყო წიგნთსაცავ-სამკითხველოებისა და სკოლის გახსნით, ავრცელებდა ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს და სხვებსაც მოუწოდებდა: "მარტო ენით ლაპარაკი ვერას აკეთებს, საქმე, – საქმეა საჭიროო". გიორგი ხერხეულიძე 1914 წლის დეკემბერში მსოფლიო იმპერიალისტურ ომში გერმანიის ფრონტზე დაიღუპა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |