The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ვასილის ძე ხიზანიშვილი

დავით ვასილის ძე ხიზანიშვილი
Legal name:დავით ვასილის ძე ხიზანაშვილი
Date of birth:1860
Date of death:5 November, 1916  (at 56 years)
Category:Public Figure, Entertainer

Biography

   დავით ხიზანიშვილი დაიბადა 1860 წელს თიანეთში.

   დავითი გახლდათ ხალხური სიტყვიერების შემკრები და ყოფა-ცხოვრების მკვლევარი. გარკვეულლი პერიოდი სასამართლოს აღმასრულებლად მუშაობდა.

   დავითის მიერ მიერ შეკრებილ და გამოქვეყნებულ ხალხურ ლექსებში ბევრი ძვირფასი გადმოცემაა ჩვენი ისტორიის, რწმენის და სხვა ადათ-ჩვეულებათა ანუ საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა შესახებ. იგი უპირატესად ფშაურ ლექსებს კრებდა. მის მიერ მოპოვებული მასალა ხშირად იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში", ხოლო 1887 წელს ცალკე წიგნადაც გამოვიდა სათაურით "ფშაური ლექსები". ამ კრებულისადმი მიძღვნილ რეცენზიაში ვაჟა-ფშაველამ მაღალი შეფასება მისცა მის ფოლკლორულ მოღვაწეობას.

    1888 წელს დავით ხიზანიშვილმა "ივერიაში" ფშაური ლექსები, "ეთერიანისა" და ხალხური ვეფხისტყაოსნის საყურადღებო ვარიანტები გამოაქვეყნა.

   1912 წლიდან დავით ხიზანიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. 

   დავით ხიზანიშვილი გარდაიცვალა 1916 წლის 5 ნოემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1912-)

Bibliography


Share: