The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი

იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი
Legal name:იასე ლუკიანეს ძე ხიმშიაშვილი
Date of birth:1869
Date of death:1932  (at 63 years)
Burial location:ქალაქი ცხინვალი
Category:Educator, Public Figure

Biography

   იასონ ხიმშიაშვილი დაიბადა 1869 წელს ქალაქ გორში, აზნაურ ლუკა ხიმშიაშვილის ოჯახში. საშუალო განათლება გორის გიმნაზიაში მიიღო და ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა ვლადიკავკაზის პედაგოგიურ სასწავლებელში, სადაც ცოლად შეირთო მარია ანტონის ასული გოლუბევა, რომელიც ამავე სასწავლებელში სწავლობდა.

   იასონ ხიმშიაშვილი სწავლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ცხინვალში და 1896 წელს დააარსა ცხინვალის პირველი ქართული 4 წლიანი სკოლა, სადაც თავად იყო დირექტორიც და პედაგოგიც. ამავე სკოლაში მოღვაწეობდა მისი მეუღლეც.

   1904 წელს იასონ ხიმშიაშვილმა ცხინვალში, საკუთარი ხარჯებით ინფექციური საავადმყოფო გახსნა.

   1909 წლიდან იასონ ხიმშიაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრი, ხოლო 1914 წლიდან ამავე განყოფილების ხაზინადარი და თავმჯდომარე. თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა წამოაყენა გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილმა.

   იასონ ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1932 წელს და დაკრძალულია ქალაქ ცხინვალში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი და თავმჯდომარე (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

Contacts Information

  • Home
    ცხინვალი

Share: