Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე![]()
Biographyგიორგი მუმლაძე დაიბადა 1881 წლის 23 აპრილს თბილისის მაზრის სოფელ დიდ-ენაგეთში მეცხვარე გლეხის ოჯახში. დაამთავრა იმავე სოფლის სამრევლო სასწავლებელი და გიმნაზიის ოთხი კლასი. შეისწავლა ბუღალტერია და სხვადასხვა სახელმწიფო, კოოპერატიულ, საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და ბანკებში ბუღალტრად მუშაობდა. 1905 წელს, რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, ქუთაისის გუბერნატორის ბრძანებით, ციხეში ჩასვეს. ციმბირში გადასახლებაც ელოდა, მაგრამ ახალმა გენერალ-გუბერნატორმა ჯამბაკურ-ორბელიანმა, სხვებთან ერთად, ხალხის გულის მოსაგებად ციხიდან გაათავისუფლა, თან იუკადრია: ამათ უნდა დაამხონ მეფის წყობილებაო და პოლიტპატიმართ დაცინვით მიმართა: „თქვენ მიერ დამყარებულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში არ ვიცხოვრებ და არც ვიმსახურებო!“. გიორგი მუმლაძე სამწერლო ასპარეზზე 1910 წლიდან გამოვიდა და გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით პუბლიკაციებს აქვეყნებდა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1910 წელს. წერდა მოთხრობებს, სახუმარო ფელეტონებს, თარგმნიდა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებს და ვოდევილებს, რომლების პროვინციის თეატრების სცენებზე იდგმებოდა. სხვადასხვა ფსევდონიმებით პუბლიკაციებს აქვეყნებდა ალმანახ „შუქში“, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში და „სატირიკონში“. 1916 წლიდან გიორგი მუმლაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი. გიორგი მუმლაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |