Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ანა (ანეტა) ბესარიონის ასული მუსხელიშვილი![]()
Biographyანა ღოღობერიძე დაიბადა 1842 წელს ქუთაისში. მისი ხასიათის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა მშობლიურმა ოჯახმა და შემდეგში ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა, ძმამ ნიკო ღოღობერიძემ და ბიძაშვილმა ბესარიონ ღოღობერიძემ. ანამ დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის ოთხკლასიანი სასწავლებელი, რომელიც ანასტასია წერეთლის აზრით ბავშვებს საფუძვლიან ცოდნას ვერ აძლევდა, მაგრამ ანამ დანაკლისის შევსება თვითგანვითარებით შესძლო. სისტემატური კითხვით, ბეჯითი და ენერგიული მეცადინეობით მან მოახერხა სათანადოდ მომზადებულიყო საზოგადოებრივი მუშაობისთვის. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გადაწყვიტა ახალციხეში ქალთა დაწყებითი სასწავლებელი დაეარსებინა, სადაც სწავლება უფასო უნდა ყოფილიყო. ეს კეთილშობილური განზრახვა ანამ განახორციელა კიდეც გასული საუკუნის 70–იან წლებში და სკოლის შენახვის მთელი ხარჯები თავად იკისრა. 1875 წელს ანა მუსხელიშვილი დროებით ქუთაისში გადასახლდა და იქაც ენერგიულად განაგრძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზრუნვა ღარიბ მოსწავლეთა ეკონომიური პირობების გასაუმჯობესებლად. 1885 წელს საცხოვრებლად ისევ ახალციხეში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე მზრუნველობა და ყურადღება არ მოუკლია მის მიერ დაარსებული სკოლისთვის. ანა გულწრფელად უწყობდა ხელს ყველას, ვისაც კი ცოდნის შეძენის სურვილი ჰქონდა. ის მონაწილეობას იღებდა ყველა დაწესებულებისა და საზოგადოების მუშაობაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კულტურულ წინსვლას ემსახურებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ის მხურვალე თანაგრძნობა, რომელიც მან გაუწია "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამაარსებელთა წრეს. ამის გამო იაკობ გოგებაშვილი წერდა: " ამავე წრეს ამშვენებდა ხანდახან ახალციხიდან ჩამოსვლის დროს ანა ბესარიონის ასული მუსხელიშვილისა, ღვიძლი და ნიკოლოზ ღოღობერიძისა. ეს იმერეთის ასული მაშინ საუკეთესო მანდილოსნად იყო მიჩნეული მთელს შეგნებულ საქართველოში თავისი იშვიათი ჭკუით, მომხიბლავი გულკეთილობით, დარბაისლური ხასიათითა და მხურვალე მონაწილეობით ყველა საზოგადო საქმეში. მან სხვათა შორის დააფუძნა იმ დროს საქველმოქმედო საზოგადოება ახალციხეში და დააარსა საქალებო სკოლა, რომელიც დღემდე არსებობს". ანა მუსხელიშვილმა ბევრი მოსწავლე აღზარდა და ცხოვრების გზაზე დააყენა, ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი მისი ხელმძღვანელობით ეუფლებოდა პედაგოგიურ ხელოვნებას, სწავლობდა ბავშვებისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას და ხალხისადმი სამსახურს. ანა მუსხელისვილი მე–19 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ–ერთი შესანიშნავი მასწავლებელთაგანი იყო, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ბავშვთა აღზრდის საქმეს მოანდომა და ბევრ ახალგაზრდა ქართველ ქალს გაუხსნა გზა საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. ანა ღოღობრეიძე გახლდათ ცნობილი ქართველი პედაგოგის ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ანა ღოღობერიძე–მუსხელიშვილისა გარდაიცვალა 1890 წელს. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |