The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი

გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი
Date of birth:9 November, 1877
Date of death:9 May, 1956  (at 78 years)
Category:Scientist, Public Figure

Biography

   გიორგი ჯავახიშვილი დაიბადა 1877 წლის 9 ნოემბერს სიღნაღში.

   1903 წელს დაამთავრა დერპტის (ტარტუ) უნივერსიტეტი დაამთავრა და საზღვარგარეთ გაემგზავრა.

   1903-1905 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა.

   1905 წლიდან პეტერბურგის აკადემიის ზოოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმებში მუშაობდა.

   1911 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქალთა უმაღლს კურსებზე ლექციებს კითხულობდა.

   გიორგი ჯავახიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1918 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.

   1921 წელს თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის დოცენტად მიიწვიეს, ხოლო 1921-1935 წლებში კი ზოოლოგიის კათედრის გამგედ.

   1926 წელს გიორგი ჯავახიშვილმა ბათუმის (ციხისძირში) ბიოლოგიური სადგური დააარსა, რომლის გამგეც თავად იყო.

   1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრასთან პროტოზოოლოგიის ლაბორატორია ჩამოაყალიბა.

   გიორგი ჯავახიშვილი ავტორია სამეცნიერო ნაშრომების,  მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. მისი ძირითადი შრომები ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს ეხება. მან შეიმუშავა კრანიოლოგიის ახალი კონსტრუქციული მეთოდი.

   გიორგი ჯავახიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 9 მაისს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1898)

Awards and Honors

  • 1944 - მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: