The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლაზარე ვასილის ძე ხმალაძე

ლაზარე ვასილის ძე ხმალაძე
Date of birth:26 February, 1868
Date of death:10 May, 1946  (at 78 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Educator

Biography

    ლაზარე ხმალაძე დაიბადა 1868 წელს ჯავახეთის სოფელ ბარალეთში ღარიბი გლეხის ოჯახში. მიუხედავად ცხოვრების უკიდურესი გაჭირვებისგან, მამას მაინც მოუხერხებია ლაზარეს ბარალეთის სკოლაში მიბარება, სადაც წერა-კითხვა მალე შეუსწავლია ქართულ და რუსულ ენაზე.

    1880 წელს ბარალეთის სკოლას გამოსაკვლევად ინსპექტორი ლიხაჩევი სწვევია, რომელიც რომელიც რუსი ინტელიგენტების ფენას ეკუთვნოდა და ქართველ ახალგაზრდობას ყოველმხრივ ხელს უწყობდა სწავლა-განათლების მიღებაში. სწორედ ამან განაპირობა ლაზარეს ბედი. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ლაზარეს საუკეთესო პასუხებს და მშობლებთან მოლაპარაკების შემდეგ თბილისში წაუყვანია და სამოქალაქო სასწავლებელში მიუბარებია, რომელიც მან წარჩინებით დაამთავრა.

     1884 წელს ლაზარემ ხონის საოსტატო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1888 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა და იქვე დატოვეს სემინარიასთან არსებული დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სადაც ოთხი წლის განმავლობაში მსახურობდა. 1892 წელს ლაზარე ხმალაძე სუჯუნის ორკლასიანი სასწავლებლის გამგედ გადაიყვანეს, სადაც მან ხელი მიჰყო მოსახლეობაში კულტურულ მუშაობას. ჩამოაყალიბა თეატრის მოყვარულთა დასი და რამდენიმე წარმოდგენაც გამართა.  ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსებაც განუზრახავს, მაგრამ მისი ამგვარი საქმიანობა სახალხო სკოლების დირექციას უყურადღებოდ არ დარჩენია და იგი ოჩამჩირის "ნორმალური" სკოლის გამგედ გადაუყვანიათ. ამ სკოლებში დედა-ენის სწავლება აკრძალული იყო, მაგრამ მიუხედავად აკრძალვია, ლაზარეს სკოლაში ქართული ენის სწავლება შემოუღია და სულ მალე მოსწავლეთა დიდ ნაწილს ქართულ ენაზე დაუწყია ლაპარაკი და ქართული ენაც შეუსწავლიათ, რაც რასაკვირველია სასწავლო საქმის ხელმძღვანელებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და პედაგოგი "მიზეზთა განუმარტებლად" სამსახურიდან დაუთხოვიათ.

      1895 წელს, დიდი კონკურსის შედეგად, ლაზარე ხმალაძე ქუთაისის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. გამოცდილების გაზიარების მიზნით ამ სკოლაში ოთხი წლის განმავლობაში მის გაკვეთილებს მრავალი დამწყები მასწავლებელი ესწრებოდა და მისგან ოსტატობასა და ორგანიზებულობას სწავლობდა. 1899 წლიდან ლაზარე ხმალაძე, როგორც საუკეთესო პედაგოგი,  ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად მიიწვიეს. ამ თანამდებობაზე საგანგებო გამოცდის ჩაბარება იყო აუცილებელი. ლაზარეს გამოცდები ჩაუბარებია სამაზრო სკოლის მასწავლებლის წოდებაზე და ამის შემდეგ კავკასიის სასწავლო ოლქის დასახელებულ თანამდებობაზე დაუმტკიცებიათ.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1946 - ლენინის ორდენი
  • 1939 - საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: