The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ხორავა

ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ხორავა
Date of birth:1873
Date of death:1953  (at 80 years)
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

   ნიკოლოზ ხორავა დაიბადა 1873 წელს ქალაქ ფოთში.

   ნიკოლოზ ხორავა სწავლობდა მოსკოვის ექიმ კოვარსკის კბილის საექიმო სკოლაში და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც 1905 წელს დაამთვარა. ნიკოლოზი გახლდათ კბილის საექიმო ქსელის გაფართოების ინიციატორი საქართველოში, კბილის საექიმო კოოპერატივის თავმჯდომარე, რსფსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის კბილის საექიმო სექციის საკონსულტაციო გამანაწილებელი განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის კბილის საექიმო ქვეგანყოფილების გამგე და კბილის საექიმო სექციის თავმჯდომარე.

    ნიკოლოზ ხორავა გახლდათ „მოსკოვის ქართველთა საზოგადოების“ აქტიური წევრი, გამგეობის მოლარე, მოსკოვის ეროვნულ ორგანიზაციათა გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი, ქართული ლაზარეთის უანგარო ექიმი.

    ნიკოლოზი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და ჩაბმული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

   1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, მისმა მეუღლემ, ვერა ალექსანდრეს ასულმა ხორავამ, მოსკოვის ქართული ლაზარეთის მოწყობასა და დაჭრილ ქართველ ჯარისკაცთა მოვლა-მკურნალობაში მხურვალე მონაწილეობა მიიღო.

   1929 წელს, ნიკოლოზ ხორავას თაოსნობით, ამიერკავკასიია ექიმ-ოდონტოლოგთა პირველი ყრილობა ჩატარდა.

   ნიკოლოზ ხორავა გარდაიცვალა 1953 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1911-)

Bibliography


Share: