The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლევან გიორგის ძე ჯანდიერი (თავადი)

ლევან გიორგის ძე ჯანდიერი
Date of birth:1845
Date of death:1922  (at 77 years)
Burial location:სოფელი ვაჩნაძიანი, საგვარეულო სასაფლაო
Category:Public official, Public Figure, Military Person, Philanthropist

Biography

    ლევან ჯანდიერი დაიბადა 1848 წელს სამხედრო ექპედიციებსა და ომებში მონაწილე, მომავალში ჩოლოქის ბრძოლის გმირი “დროშა-გიორგიდ“ წოდებული გიორგი ჯანდიერისა და ბარბარე  ვაჩნაძის ოჯახში. ლევან ჯანდიერს დაწყებითი განათლება სახლში მიუღია. ანა-ბანა დედას უსწავლებია, ხოლო შემდეგ თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. გიორგი ჯანდიერი კახეთში მეუღლეს წერდა “ლევანი უსწავლელი არ დააყენოთო“.

    ლევან ჯანდიერისთვის, როგორც მთარგმნელ ლიტერატორისთვის ყურადღება მიუქცევია იმ პერიოდში გიმნაზიის ზედამხედველს ივანე კერესელიძეს და 1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოუქვეყნა გაზეთ „ბელგიის დამოუკიდებლობიდან“ გადმოთარგმნილი ცნობა „ცეცხლის წამკიდებელი ყმაწვილი“. ლევანისათვის ახალგაზრდა ილიასაც მიუქცევია ყურადება და „კონრად კიფერის“ თარგმანი „საქართველოს მოამბეში“ გამოუქვეყნებია. აქედან იწყება ილიასა და ლევანის მეგობრობა. გიმნაზიის დამთავრებისთანავე ილიას სხვა ყმაწვილებათან ერთად ლევანი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში წაუყვანია, მაგრამ სახლიდან უკითხავად წასულ ლევანს ვლადიკავკაზში მამის გამოგზავნილი მდევრები დაწევიან და უკან დაუბრუნებიათ იმის შიშით, რომ სადმე შორს არ გადახვეწილიყო. ლევანი მამას მისი სურვილის გაუთვალისწინებლად დაუქორწინებია. მისი მეუღლე ჯანდიერთა სხვა შტოს წარმომადგენელი სალომე ჯანდიერი გახლდათ და მათ ექვსი შვილი ეყოლათ: გიორგი, სიმონი, ივანე, მიხეილი, ეკატერინე და ბარბარე.

    1868 წელს ლევან ჯანდიერი თელავის სამაზრო სასამართლოს წარმომადგენლად დაინიშნა და პარალელურად საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. ავრცელებდა  ქართულ გაზეთ „ დროებას“ და  აქვეყნებდა პუბლიცისტურ და ისტორიული ხასიათის სტატიებს.

   1878 წელს ლევან ჯანდიერო დაინიშნა სიღნაღის მაზრის უფროსად, 1883 წელს თიანეთის მაზრის, ხოლო 1889 წლიდან თბილისის მაზრის უფროსად გადმოიყვანეს.

   1880 წლიდან იგი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი გახლდათ და ამავე დროს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დირექტორთაგანი.

   1889-1905 წლებში მანგლისის მიდამოები მომრავლებული არაქართველთა გარემოცვაში აღმოჩნდა. ლევან ჯანდიერმა ჩაასახლა მთიულები და ამით საგრძნობლად გაზარდა ქართველი მოსახლეობის რადენობა.

   1905-1907 წლებში ჯანდიერი დაინიშნა სოხუმის ოლქის უფროსად. იგი გახლდათ ცარიზმის მმართველობის პერიოდში სოხუმის ოლქის პირველი და უკანასკნელი ქართველი მმართველი და გამოირჩეოდა დიდი ქველმოქმედებით.

    ლევან ჯანდიერთან გამორჩეული მეგობრობა აკავშირებდა აკაკი წერეთელს. იგი 1913 წელს ვაჩნაძიანში ლევან ჯანდიერის ოჯახში სტუმრობდა და  აკაკიმ ერთ-ერთ თავის ლექსში, ლევან ჯანდიერის ოჯახს, კახეთის რეგიონში ქართველების საყრდენი დედა-ბოძი უწოდა. 

   1921 წელს საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, ჯანდიერებს მამულები ჩამოართვეს, ვაჩნაძიანში მათ

სახლში შეიჭრნენ და დაარბიეს.

   1921 წლის 10 ნოემბერს ლევან ჯანდიერი უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. სავარაუდოდ დაკრძალულია სოფელ ვაჩნაძიანში, საგვარეულო სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1880-)

Contacts Information

  • Home
    Address:თიანეთი

Share: