Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე![]()
Biographyმიხეილ ჯომარჯიძე დაიბადა 1822 წელს. 1840 წელს სამხედრო სამსახური, პრაპორშჩიკის ჩინით, დაიწყო ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა მიიღო ყირიმის ომში. 1853-1857 წლებში ჭარ-ბელაქნის სამხარეო ოლქის უფროსის მოადგილე იყო. 1857-1860 წლებში პერეიასლავლის დრაგუნთა პოლკის ერთ-ერთი ათასეულის მეთაურად მსახურობდა. 1860-1863 წლებში გახლდათ ამავე პოლკის მეთაური, ხოლო 1863-1868 წლებში სამხრეთ დაღესტნისა და დერბენდის სამხარეო ოლქის უფროსი და დერბენდის ქალაქის თავი. 1868-1874 წლებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურიდან გადადგა. 1874-1876 წლებში კავკასიის ადგილობრივი ჯარების უფროსი იყო. 1876 წელს რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ჩინი მიიღო. 1876-1886 წლებში კავკასიის არმიის მე-2 კორპუსს მეთაურობდა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში იღებდა მონაწილეობას. 1879 წლიდან მიხეილ ჯომარჯიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში. 1886 წლიდან გარდაცვალებამდე გახლდათ სამხედრო საბჭოს წევრი. მიხეილ ჯომარჯიძე გარდაიცვალა 1889 წელს. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |