შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნოდარ მიხეილის ძე ჯორჯაძე (თავადი)![]()
ბიოგრაფიანოდარ ჯორჯაძე დაიბადა კახეთის სოფელ საბუეში. მსახურობდ თელავის საბაზრო სამმართველოში, ხოლო შემდეგ თბილისის საადგილმამულო ბანკში ილია ჭავჭავაძესთან მდივნად. ნოდარ ჯორჯაძე გატაცებული იყო და თავისი საქმიანობის პარალელურად სცენაზეც მონაწილეობდა, უფრო კომიკურ როლებში. ქალთა ნაკლებობის გამო, რამდენჯერმე ქალის როლის შესრულებაც კი მოუწია. ბუნებით კომიკი და შესაფერი გარეგნობის ნოდარ ჯორჯაძე ნიჭიერ არტისტად იყო მიჩნეული. მუსიკალური მონაცემების და მშვენიერი სასიმღერო ხმის გამო ქართულ ოპერეტებშიაც გამოდიოდა. 1879 წელს, სამუდამო დასის შექმნისთანავე, მიწვეული იქნა და დასის მოგზაურობაშიაც მონაწილეობდა ხოლმე. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ მეტად მწირია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |