The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეპიფანე ჯაოშვილი (დეკანოზი)

ეპიფანე ჯაოშვილი
Date of birth:1870
Date of death:1931  (at 61 years)
Burial location:თელავი, ძველი სასაფლაოს ეზო
Category:Religious leader

Biography

    ეპიფანე ჯაოშვილი დაიბადა 1870 წელს ჭიათურის სოფელ ნიგოზეთში. მან სასულიერო აკადემია კიევში დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ეკონომის, იგივე პრორექტორის თანამდებობაზე დაიწყო მოღვაწეობა.

   ეპიფანე ჯაოშვილი გახლდათ 1917 წლის 17 სექტემბრის პირველი საეკლესიო კრების მდივანი და საკათალიკოსო საბჭოს წევრი.

   1902 წლიდან ჯაოშვილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები" წევრი გახლდათ, ხოლო 1913 წლიდან ამ საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.

   1903 წელს იმპერატორ ნიკოლოზ II დედის, მარია ფიოდოროვნას ძალისხმევითა და ეგზარქოსის ბრძანებით თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე დაიწყო წმინდა ანდრია წოდებულის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ეპიფანე ჯაოშვილი ხელმძღვანელობდა.

    1908 წელს ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სწორედ ეპიფანე ჯაოშვილი დაინიშნა წინამძღვრად.

   1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ საქართველოში დაიწყო სასულიერო პირების დევნა-წამება. რასაკვირველია, რეპრესიები შეეხო ეპიფანე ჯაოშვილსაც, რომელიც ამ დროისათვის თელავის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. აუტანელი მდგომარეობის მიუხედავად, მძიმედ დაავადებული მოძღვარი, შექმნილ მდგომარეობას არ ეგუებოდა და ღვთის სამსახურს განაგრძობდა.

   1931 წელს ლოგინად ჩავარდნილ მოძღვარს მოწამლული ნემსით მოუსწრაფეს სიცოცხლე. ეპიფანე ჯაოშვილი დაკრძალულია თელავის ძველი სასაფლაოს ეზოში ეკლესიის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)

Share: