The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე

გიორგი კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე
Date of birth:18??
Date of death:December, 1936
Category:Agronomist, Inventor, Public Figure

Biography

    გიორგი ჯაფარიძის დაბადების თარიღი უცნობია. იგი გახლდათ გამომგონებელი და აგრონომი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ნოვო-ალექსანდრიის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის უკანასკნელი კურსიდან, სტუდენტთა პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, გარიცხეს სწავლის გაგრძელების უფლების აღკვეთით.

    გიორგი ჯაფარიძე რევოლუციურ მოძრაობას მაინც არ ჩამოშორდა, პროკოფი ჯაფარიძის დავალებით თავის ბინაზე,  საცდელ სადგურში,  მოაწყო არალეგალური სტამბა, სადაც რევოლუციონერთა ყოველ დავალებას ასრულებდა. ჯაფარიძემ საქართველოში, სხვებთან ერთად, პირველმა ჩაუყარა საძირკველი საცდელ აგრონომიულ სადგურს ქუთაისში, რომელიც შემდეგ სოფელ კულაშში გადაიტანეს და ბოლოს   სოფელ აჯამეთში, რომლის პირველი და უცვლელი გამგე სიკვდილამდე, 32 წლის განმავლობაში,  თავად იყო.

    გიორგი ჯაფარიძემ  დასავლეთ საქართველოში  გაავრცელა აგრონომიული ცოდნა და საძირკველი ჩაუყარა აგრო-ტექნიკის განვითარებას: მწკრივად თესვას, სიმინდისა და ტექნიკური კულტურების მექანიზებულ კულტივაციას, გაუმჯობესებული თესლისა და ნერგის გავრცელებას, სოიას და არახისის, ამერიკული ვაზისა და სუბტროპიკული კულტურების - ბამბუკის, რამის, მანდარინის და სხვათა დანერგვას. ყოველივე ეს საცდელმა სადგურმა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით გააკეთა. ბევრი გაუმჯობესება შეიტანა მანქანების გამოყენებაში. მან გამოიგონა ვენახის სამყენი მანქანა და სეკატორი, არახისის სალეწი მანქანა, რამის დეკორტიკატორი და სხვა.

    გიორგი ჯაფარიძე ცნობილი იყო, როგორც  ღრმა ცოდნისა და დიდი გამოცდილების აგრონომი, რომელიც ამ ყველაფერს ხალისით უზიარებდა ყველას, ვინც მიმართავდა.

    გიორგი ჯაფარიძე გარდაიცვალა 1936 წლის დეკემბერში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

Bibliography


Share: