The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ მიხეილის ძე ჯაფარიძე

ვასილ მიხეილის ძე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:ნოემბერი, 1872  (151 წლის)
კატეგორია:აგრონომი

ბიოგრაფია

    ვასილ ჯაფარიძე დაიბადა 1872 წელს რაჭაში, ონის რაიონში. მამამისი მიხეილ ჯაფარიძე ღარიბი აზნაური იყო, რომელიც საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა. ვასილი 1883 წელს ონის ორკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გადაჰყავთ გორის ოთხწლედში, რომელსაც 1887 წელს ამთავრებს და სწავლის გასაგრძელებლად თბილისში მიდის.

   1887 წელს ჯაფარიძე შედის თბილისის საბაღოსნო სასწავლებელში. 1893 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი იწყებს მუშაობას ვლადიმერ სტაროსელსკისთან საქარის საცდელ სადგურში, სადაც სანერგეები და საწყობი ჩაიბარა. ფილოქსერის ეპიდემიასთან ბრძოლის პერიოდში, გუნცაძის და ქვარიას დაჟინებული თხოვნით, დაიწყეს ამერიკული ვაზის სადედეების გაშენება. მთელ ამ საქმიანობას ვასილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. საქარის საცდელ სადგურში ლაბორატორიისათვის შეიძინეს სახლი, სადაც იგი ცხოვრობდა.

   იმის გამო, რომ ფილოქსერამ აღმოსავლეთ საქართველოსა და ოსეთში ვაზი გაანადგურა, სანერგე მოაწყვეს კასპის რაიონის სოფელ აღაიანში. გაწეული სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებისათვის ვასილ ჯაფარიძე ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვეს. 1909 წელს აღაიანში გახსნილი სანერგიდან მთელ ქართლში გააშენეს ვენახები, რომლებსაც ვასილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. მას ვლადიმერ სტაროსელსკისთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის დასავლეთ საქართველოს ფილოქსერისგან განადგურებული ვენახების აღდგენაში. 

    1901 წლიდან ვასილი პარალელურად აწარმოებდა მიჭათმოქმედების გაუმჯობესებული მანქანა–იარაღების გამოცდას.

    1908 წლიდან ვასილ ჯაფარიძე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრია და აქტიურად თანამშრომლობს ამ საზოგადოებასთან.

    1924 წელს ვასილი გადაჰყავთ ვანში აგრონომ–ინსტრუქტორად. 1914–1921 წლებში შორაპანში მაზრის ერობის აგრონომად მუშაობდა. 1921 წლიდან ზესტაფონის მიწგანის აგრონომია და პარალელურად რაჭაში ხელმძღვანელობს ამერიკული ვაზის საძირეების გაშენებას. 1927 წლიდან 1933 წლამდე იგი არგვეთის საბჭოთა მეურნეობაში მუშაობს აგრონომად. 

   ვასილ ჯაფარიძემ 1940 წელს გავიდა პენსიაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების მუდმივი წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: