Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
პროკოფი (ალიოშა) აფრასიონის ძე ჯაფარიძე![]()
Biographyპროკოფი (ალიოშა) ჯაფარიძე დაიბადა 1880 წელს ონის რაიონის სოფელ შარდომეთში, იმერელი მემამულის ოჯახში. დაამთავრა თბილისის საოსტატო სემინარია. 1900-იანი წლებიდან ალიოშა რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩაბმული და პარტიულ-რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოს მუშებში. ხელმძღვანელობდა თბილისის მუშათა საპირველმაისო გაფიცვას, რის გამოც ჟანდარმერიამ დააპატიმრა და ქუთაისში გადაასახლა. 1902 წელს, საშა წულუკიძესთან ერთად, შექმნა პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია და ხელმძღვანელობდა ხონის სოციალ-დემოკრატიულ წრეს. ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ პროკლამაციებს. 1904 წელს, სხვა რევოლუციონერებთან ერთად, თავს დაესხნენ კაზაკთა რაზმს, რომელსაც თბილისიდან ქუთაისის საპყრობილეში გადაჰყავდა პატიმრები, მათ შორის ნოე ხომერიკი და გაათავისუფლეს. 1905 წელს ლონდონში რსდმპ მე-3 ყრილობას დაესწრო გოლუბინის სახელით, როგორც კავკასიის წარმომადგენელი. 1908 წელს, ხუთი წლით როსტოვში გადაასახლეს ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ, სადაც კვლავ აგრძელებდა რევოლუციურ საქმიანობას, რის გამოც სამი წლით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნებულმა ალიოშა ჯაფარიძემ თბილისში გააგრძელა პარტიულ-რევოლუციური მუშაობა. 1910 წლიდან დონის როსტოვსა და ყუბანში მოღვაწეობდა. 1914 წელს თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში, რევოლუციური მოღვაწეობის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მსოფლიო ომის დასაწყისში ჟანდარმერიამ ენისეის გუბერნიაში გადაასახლა, საიდანაც ექვსი წლის თავზე გამოიპარა და პეტროგრადში დაბრუნდა, შემდეგ თბილისში, საიდანაც ტრაპიზონში გაემგზავრა და არალეგალურად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1917 წლის რევოლუციამ სპარსეთში მოუსწრო. თბილისში დაბრუნებული პირველ ლეგალურ ბოლშევიკურ ყრილობას დაესწრო. მონაწილეობა მიიღო რსდმპ მე-6 ყრილობის მუშაობაში, სადაც ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩიეს. ამ პერიოდში ბაქოში გაიწვიეს და მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრად აირჩიეს. მალე, როგორც აღმასკომის თავმჯდომარე, სათავეში ჩაუდგა ბაქოს მუშათა საბჭოს. კერძო მფლობელობიდან ჩამოართვეს და გააეროვნულეს ნავთის სარეწაოები და ფლოტი და შეუდგნენ რევოლუციური შეიარაღებული ძალების შექმნას. ხუთი თვის ბრძოლის შემდეგ, 1918 წელს, როცა ბოლშევიკური საბჭო დაეცა, ინგლისელმა ინტერვენტებმა და ესერებმა, როგორც ბოლშევიკების ბელადი, ციხეში გამოამწყვდიეს და ამავე წლის 20 სექტემბერს, დანარჩენ 25 კომისართან ერთად, კიზილ-არვადის ახლოს დახვრიტეს. ორი წლის შემდეგ, როცა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ალიოშა ჯაფარიძისა და მასთან ერთად დახვრეტილთა ნეშტები ბოლშევიკებმა ბაქოში გადმოასვენეს. p.s. ალიოშა ჯაფარიძე გახლდათ მსახიობ მედეა ჯაფარიძის ბიძა (დედის ძმა). Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |