Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე![]()
Biographyვასილ კაკაბაძე დაიბადა 1888 წელს ხონში. დაწყებითი განათლება ხონში მიიღო და სწავლა როსტოვის საშუალო ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა. 1909 წელს ხარკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1916 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეონდა სტუდენტურ მოძრაობებში და პარალელურად თანამშრომლობდა ქართულო პრესაში. ვასილ კაკაბაძემ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ერზერუმის რაიონში სამხედრო გზების მშენებლობაზე. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და ჩვენი ქვეყნის ტექნიკური განათლების განვითარების საქმეს ჩაუდგა სათავეში. იგი ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის პირველ ტექნიკურ სასწავლებელს და გახლდათ საქართველოს ტექნიკური საზოგადოების მდივანი. ვასილ კაკაბაძის აქტიური მონაწილეობით თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტი გაიხსნა, რომელიც 1929 წელს უნივერსიტეტს გამოეყო და ინდუსტრიულ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა., სადაც 15 წლის განმავლობაში ქიმიურ-ტექნიკურ ფაკულტეტს თავად ხელმძღვანელობდა როგორც დეკანი, ხოლო სამი ათეული წლის მანძილზე კათედრას განაგებდა. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ქიმიური და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტს და ქიმიური სასუქების ტექნოლოგიების კათედრას. 1920 წელს კაკაბაძემ საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გამართულ კრებაზე მოხსენება გააკეთა თემაზე: „საჭირო ტექნიკური საქმიანობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან კავშირში“. ვასილ კაკაბაძის მეცნიერული მემკვიდრეობა 250-ზე მეტ შრომას მოიცავს, რომლებიც ძირითადად ქიმიური ტექნოლოგიების საკითხებს ეხება. აგრეთვე მან დაბეჭდა და გამოსცა წიგნი - „მრეწველობის განვითარების საკითხები ჩვენში“. იგი იყო საქართველოში ტექნიკური აზროვნების აქტიური პროპაგანდისტი და დიდი პოპულარიზატორი. მეცნიერის უშუალო მონაწილეობით, 1925 წელს, დაარსდა პირველი ქართული ტექნიკური ხასიათის ჟურნალი „ტექნიკა და ცხოვრება“, რომლის პირველი რედაქტორიც თავად გახლდათ. ვასილ კაკაბაძე საქართველოში საინჟინრო მეცნიერებისა და განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ტექნიკური ცნებების შემუშავებაში. იგი იყო ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ ყველა დარგობრივი თუ სხვა ტექნიკური ტერმინოლოგიური კომისიების უცვლელი წევრი. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა ტექნიკური ტერმინოლოგიის პირველი ლექსიკონი ქართულ ენაზე. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ვასილ კაკაბაძე გახლდაქთ დ. მენდელეევის სახელობის საკავშირო ქიმიური საზოგადოების რესპუბლიკური გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე და დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებითა და ორდენებით. ვასილ კაკაბაძე გარდაიცვალა 1968 წლის 10 მარტს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |