შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
პლატონ ირაკლის ძე ლეჟავა![]()
ბიოგრაფიაპლატონ ლეჟავას დაბადების და გარდაცვალების თარიღები უცნობია. 1912 წელს პლატონ ლეჟავა სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ აბაშის საზოგადოების წევრი იყო. 1914 წელს გორის სარეზერვო 202-ე ქვეითი პოლკში უნტერ-ოფიცრად გაიწვიეს. 1915 წელს განსაკუთრებით გამოიჩინა თავი პოლონეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში. სამჯერ დაიჭრა. ომის დასასრულს ჰქონდა პოდპორუჩიკის წოდება, დაჯილდოებული იყო წმინდა სტანისლავის III და წმინდა ანას IV ხარისხის ორდენებით და იყო „გიორგის ჯვრის“ სრული კავალერი, მიღებული ჰქონდა ოთხივე ხარისხის ნიშანი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დააარსა ქართველ მხედართა კავშირი და რევოლუციურ აგიტაციას ეწეოდა ქართული პოლკების ჯარისკაცებს შორის. იმავე პერიოდში ჩამოაყალიბა ქართველ მხედართა კავშირის სატანვარჯიშო საზოგადოება „ამირანი“, რომელიც 1918 წელს გარდაიქმნა ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება „შევარდენად“, ხოლო ლეჟავა არჩეული იქნა მისი გამგეობის წევრად. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების კანცელარიის სამხედრო განყოფილების საქმეთა მმართველი. 1921 წელს პლატონ ლეჟავა, დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით ჩატარებულ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კრებაზე, რწმუნებულთა საზოგადო კრების თავმჯდომარის მდივნად აირჩიეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |