Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ანა (ოლა) ილიას ასული სოლოღაშვილი![]()
Biographyანა სოლოღაშვილი დაიბადა 1882 წელს გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, ქალაქ გორის მოქალაქის ოჯახში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი და 1917 წლამე მასწავლებლად მუშაობდა. 1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და თავისი პოლიტიკური და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1917 წლის ნოემბერში ანა სოლოღაშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი გახლდათ გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლის თებერვლიდან თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1919 წლის 12 მარტიდან ანა სოლოღაშვილი არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა სარედაქციო, საპენსიო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. იყო საბიბლიოთეკო კომისიის მდივანი. 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად გარდაიქმნა და ეწოდა „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“. ანა სოლოღაშვილი 1925 წლიდან ცხოვრობდა და მასწავლებლად მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1937 წელს ანა სოლოღაშვილი შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა და 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველო სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების, აგრეთვე „მენშევიკთა“ ლიდერ ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. სასჯელი იმავე ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |