Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მინადორა ეფრემის ასული ტოროშელიძე![]()
Biographyმინადორა ტოროშელიძე დაიბადა 1879 წლის 14 მარტს (ძვ. სტ.) შორაპნის მაზრის სოფელ ღორეშაში აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია და ერთვება მარქსისტული მოძრაობის წრეებში. 1901 წელს სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ქალაქის სოციალისტურ წრეებსა და „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. სწორედ ჟენევაში იქორწინა მან მალაქია ტოროშელიძესთან. 1917 წლის ნოემბერში მინადორა ტოროშელიძე ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს მინადორა ტოროშელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების მუშაობაში. პარალელურად ელეონორა იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა ორგანიზაციების ბიუროს თავმჯდომარე, რომელიც ქალთა პოლიტიკურ კლუბს და დედათა და ბავშვთა დამცველ საზოგადოებას ხელმძღვანელობსა. შეიძლება ითქვას, რომ მინადორა ერთდოულად ორ ფრონტზე იბრძოდა, ვინაიდან 1919 წლის 4 აპრილს დამტკიცდა კანონი „დამფუძნებელი კრების წევრობასა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრს არ ეკრძალებოდა ამავე დროს ყოფილიყო დამფუძნებელი კრების წევრი. ამ უფლებით სარგებლობდა საკმაოდ ბევრი მაშინდელი პოლიტიკოსი, მათ შორის მინადორა ტოროშელიძეც. 1921 წლის თებერვალში რუსეთის საბჭოთა არმიის თავდასხმის დროს საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში (American Relief Administration) მუშაობის პარალელურად, დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. 1925 წელს, მას შემდეგ,რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს, ხოლო მოგვიანებით თბილისში დაბრუნების უფლებაც მისცეს. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე გარდაიცვალა 1967 წლის 17 ოქტომბერს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |