The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით სოკრატის ძე სულიაშვილი

დავით სოკრატის ძე სულიაშვილი
Legal name:დავით სოგმატის ძე სულიაშვილი
Other name:დ. ლიხელი  (Pseudonym)
Date of birth:29 June, 1883
Date of death:6 November, 1964  (at 81 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Writer, Publicist, Public Figure

Biography

    დავით სულიაშვილი დაიბადა 1883 წლის 29 ივნისს (ძვ.სტ.) დაბა სურამში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომლის მეოთხე კლასიდან რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გამორიცხეს.

    1901 წლიდან პოლიტიკურ-რევოლუციურ ასპარეზზე გამოვიდა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა.

    1903 წელს ლაიფციგში გაემგზავრა, სადაც რევოლუციურად განწყობილ ემიგრანტთა ჯგუფებს დაუკავშირდა და მარქსიზმით დაინტერესდა. სამშობლოში დაბრუნებული დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, მაგრამ სხვებთან ერთად გაიქცა და ემიგრაციაში წავიდა ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ციურიხში ცხოვრობდა, სადაც პირადად გაიცნო ლენინი და მასთან ახლო ურთიერთობა დაამყარა. სწავლობდა ლაიპციგისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. ლაიპციგში სწავლის პერიოდში ბოლშევიკურ ფრაქციას მიეკედლა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზღვარგარეთიდან არალეგალური ლიტერატურის შემოგზავნასა და სხვადასხვა საქმიანობაში.

    1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოში დაბრუნდა და, როგორც ბოლშევიკი, ხარაგოულის რაიონის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 1906 წელს ჭიათურის რაიონში მუშაობდა. რეაქციის გაძლიერების დროს ბორჯომში შეიპყრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს. პატიმრობის დროს ლეო ქიაჩელს შეხვდა და მას შემდეგ განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. ლეო ქიაჩელის რჩევით დავით სულიაშვილმა პირველი მოთხრობა გაუგზავნა უცხოეთიდან „სახალხო ფურცლის“ რედაქციას.

    სამწერლო ასპარეზზე 1913 წელს გამოვიდა მოთხრობით „ქეთო“, რომელიც ქუთაისის გაზეთ „ცხოვრებაში“ დაიბეჭდა. ამის შემდეგ თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან: „სიმართლის ხმა“, „თემი“, „დილა“, „აზრი“, „სახალხო ფურცელი“, „მნათობი“, „ქართული მწერლობა“ და „ალიონი“.

    1917 წლის აპრილში ლენინთან და მიხა ცხაკაიასთან ერთად დაბრუნდა რუსეთში. 1918 წელს ხაშურის მოურავად იყო არჩეული. 1919 წელს თბილისის საქალაქო გამგეობის მდივნად დაინიშნა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ლიტერატურული მოღვაწეობა გააგრძელა.

    1917 წლის რევოლუციის პირველ დღეებში გაზეთ „ერთობაში“ მუშაობდა. დიდი როლი ითამაშა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის მუშაობაში, სადაც პოლიტიკურ ხასიათის წერილებსა და ბელეტრისტულ ნაწარმოებებს ბეჭდავდა. 1925 წელს ჟურნალ „ახალ გზას“ ხელმძღვანელობდა.

    უპრეტენზიო შემოქმედმა, XX საუკუნის დამდეგის მღელვარე დღეების ამსახველი თავისი ქმნილებებით საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. მწერლის კალამს ეკუთვნის მოთხრობები: „ნაღვერდალი“, „მეორე დღე“, „კლდე“, „ჩიკორი“ და სხვა.

    დავით სულიაშვილი გარდაიცვალა თბილისში 1964 წლის 6 ნოემბერს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლესთან, თამარ ზაალის ასულ ვარსიმაშვილთან ერთად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)

Awards and Honors

  • "საპატიო ნიშნის" ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: